ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსი” “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” 116:128 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 4 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კავაი ლეონარდი გახდა, “კლიპერსის” კალათბურთელმა 29 წუთში 27 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
“სპურსის” ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ 35 წუთში 23 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, “სან ანტონიო” 20 მოგებითა და 24 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში
მე-12 ადგილს იკავებს, “ტეხასელები” მორიგ შეხვედრას 1-ელ თებერვლს “მილუოკი ბაქსის” წინააღმდეგ გამართავენ.