მამუკელაშვილის 20 წუთი – “სან ანტონიო” “ჰიუსტონთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტეხასური დერბი” გაიმართა, სადაც “ჰიუსტონ როკეტსმა” “სან ანტონიო სპურსი” 118:106 დაამარცხა.
“სპურსის” რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამენ ტომპსონი გახდა, მან 25 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი და 2 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, ვიქტორ ვემბანიამას გარეშე დარჩენილი “სან ანტონიო” 24 მოგებითა და 33 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. “სპურსი” მორიგ შეხვედრას 2 მარტს, “მემფისის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში