მამუკელაშვილის 16 წუთი და ვემბანიამას ფენომენალური მატჩი – “სან ანტონიო სპურსმა” “საკრამენტო კინგსი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსმა” “საკრამენტო კინგსი” 116:96 დაამარცხა.
“ტეხასელთა” რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 15:42 წუთი გაატარა, 9 ქულა და 2 მოხსნა მითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანგი ცენტრი ვიქტორ ვემბანიამა გახდა. “სპურსის” ლიდერმა 34 ქულა, 14 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.
“საკრამენტოდან” დე’არონ ფოქსმა 24 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.
“კინგსის” ცენტრმა დომანტას საბონისმა თავი 23 ქულით, 12 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ამრიგად, “სან ანტონიო” 5
გამარჯვებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, “სპურსი” მორიგ შეხვედრას 14 ნოემბერს, “ვაშინგტონ ვიზარდსის” წინააღმდეგ გამართავს.
“საკრამენტო” 6 მოგებითა და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, “კინგსი” 14 ნოემბერს, “ფინიქს სანზს” დაუპირისპირდება.