მამუკელაშვილის 13 წუთი – “პორტლენდმა” “სან ანტონიო” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში უმოტივაციოდ მყოფი “სან ანტონიო” “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს” დაუპირისპირდა და 109:120 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 13 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 მოხსნა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტუმანი კამარა გახდა, რომელმაც 35 წუთში 23 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
“სან ანტონიოდან” სტეფონ ქესლმა 31 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “სპურსი” 32 მოგებითა და 46 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, “სპურსი” მორიგ შეხვედრას 9 აპრილს,
“ლოს ანჯელეს კლიპერსის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში