მამუკელაშვილის 100-პროცენტიანი შესრულება | “სან ანტონიომ” ზედიზედ მეოთხედ მოიგო

“სან ანტონიო სფურსმა”, რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს, მოგებებს უხშირა. ტეხასურმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 მატჩი დღეს მოიგო. ეს გახლდათ “სფურსის” ზედიზედ მე-4 გამარჯვება.
სოლტ ლეიკ სიტიში “სან ანტონიო” “იუტა ჯაზს” შეხვდა და 128:115 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. მამუკელაშვილმა 12 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა ისე დააგროვა, ბურთი არც აუცილებია და არც დაუკარგავს. სანდრომ 3 ორქულაინი და 1 სამიანი ზუსტად ისროლა
და მოედანზე ერთადერთი მოთამაშე გახლდათ, რომელსაც ბურთი არ აუცელია.
10 მოგებითა და 8 მარცხით “სან ანტონიო” დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე, ანუ პლეი ინის ზონაშია. მომდევნო მატჩს ტეხასელები შინ, 28 ნოემბერს, “ლოს ანჯელეს ლეიკერსთან” გამართავენ.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში