ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პრესეზონის მორიგ მატჩში “სან ანტონიო სპურსმა” “იუტა ჯაზი” 126:120 დაამარცხა და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
“ტეხასელთა” რიგებში სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კელდონ ჯონსონი გახდა, “სპურსის” მოთამაშემ 20 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
“იუტადან” კოლინ სექსტონმა თავი 24 ქულით, 6 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
“სან ანტონიოს” ლიდერს ვიქტორ ვემბანიამას აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა
არ მიუღია.
“სპურსი” მორიგ წინასასეზონო მატჩს 16 ოქტომბერს, “მაიამი ჰიტის” წინააღმდეგ გამართავს.