მამუკელაშვილის კარგი მატჩი – “სან ანტონიო სპურსმა” “გოლდენ სტეიტი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსმა” “გოლდენ სტეიტი” სტუმრად 114:111 დაამარცხა.
ამ მატჩში მოგების შემთხვევაში, “გოლდენ სტეიტს” პლეი-ოფის საგზურის მოპოვება შეეძლო, თუმცა სტივ კერის გუნდისთვის სიტუაცია გართულდა.
სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მიითვალა.
“გოლდენ სტეიტიდან” სტეფ კარიმ 37 წუთში 30 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა. მას მხარი ჯიმი ბატლერმაც აუბა, რომელმაც 39 წუთში საკუთარ გუნდს 28 ქულა, 4
მოხსნა, 7 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა შესძინა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სპურსის” ერთ-ერთი ლიდერი სტეფონ ქესლი გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა 35 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა 5 ასისტი და 1 დაფარება მიითვალა.
ამრიგად, უმოტივაციოდ დარჩენილი “სან ანტონიო” 33 მოგებითა და 47 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, “ტეხასელები” მორიგ შეხვედრას 12 აპრილს “ფინიქს სანზის” წინააღმდეგ გამართავენ.
“გოლდენ სტეიტი” 47 გამარჯვებითა და 33 მარცხით მე-7 ადგილზეა და ფლეი-ინის ზონაში იმყოფება. “ოქროსშტატელები” 12 აპრილს “პორტლენდს” დაუპირისპირდებიან.