მამუკელაშვილის გარეშე – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, ტრენტოს თასზე იტალიასთან 68:79 დამარცხდა.
ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ფევაძე, შენგელია, ბითაძე. ჩვენი გუნდი 8:0 დაწინაურდა და მეტოქეს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 23:17 მოიგო. მეორე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაქცევა შეძლო და პირველი ტაიმი 37:30 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა, ბევრი დაკარგვები გვქონდა, ჩვენს გუნდს შენგელია და ბითაძე ლიდერობდნენ, ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი კი საუკეთესოდ ვერ ირჯებოდა. შედეგად, ბოლო
მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:51 დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო – მან ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა და 11 მოხსნა), ჯიკიჩმა შენგელია (17 ქულა და 7 მოხსნა) დაასვენა და იტალიამ, რომელიც სწრაფი შეტევებით გამოირჩეოდა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს მცირე დისკომფორტი აქვს და ამიტომ დაასვენეს.