„მამუკა ხაზარაძის ფაქტს ნამდვილად ვერ ვიხსენებ, ისე კი ძალიან საინტერესო პოსტია“ – რას აქვეყნებს სააკაშვილი

„არ/ვერ დავმალავ, რომ კახელების ანდაზების ფანი ვარ. ამჯერად “ვირო მადლიო” გამახსენდა. უფრო გრძელი ტექსტი აქვს ამას ორიგინალ კახურში, მაგრამ ეს გამოვტოვოთ . ბოლო დღეებია მთელი დასავლეთი (ევროპა + ) გამუდმებით წუხს – საქართველომ გადაუხვია იმ პროგრესული კურსიდან, რითიც ასე გამოირჩეოდაო. ამას ყველამ ყური კი შევაჩვიეთ, მაგრამ იქნებ გავიხსენოთ ვინ/როდის შექმნა ის კურსი, რისგანაც დღეს გადაუხვიეს რუსქოცებმა, შემთხვევით ვარდების რევოლუციის შემდგომ ხომ არა?
შევარდნაძე – პერესტროიკის არქიტექტორი და ბოროტების იმპერიის თანადამშლელი გორბაჩევთან ერთად უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ევროპასა და ამერიკაში. მიუხედავად ამისა, ის წლების მანძილზე უამრავჯერ ეცადა საქართველო წინ წამოეწია დასავლეთთან დაახლოების კუთხით, მაგრამ ვერაფერი შეძლო – ნავთობსადენის გაყვანაც კი ვერ დაეხმარა. ვერ შეძლო იმიტომ, რომ კორფუციასა და კრიმინალში იყო ჩამპალი ქვეყანა, ს ფსბ-ს თანამშრომლები იყვნენ საკვანძო თანამდებობებზე და ფაქტიურად სახელმწიფო არ არსებობდა. ეს აფრთხობდა როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე გულგრილს ტოვებდა დასავლეთის ლიდერებს ამ რუსეთისა და კრიმინალის სათარეშო ტერიტორიისადმი.
ჰოდა, შეადარეთ დღევანდელ სიტუაციას, როცა არ დარჩენილა დასავლეთის ლიდერი საქართველოს არ გულშემატკივრობდეს!! ხოლო იმ გუნდის ლიდერი, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაუბრუნა და პირდაპირი გაგებით მსოფლიო მოთამაშე გახადა, დღეს ციხეშია გამოკეტილი. სწორედ მისი ნებით დაფუძნდა საქართველოში ის უამრავი დასავლური “ენჯეო”, ვის ლიდერებსაც დღეს ეთაკილებათ მისი ხსენებაც კი მიტინგებზე, არათუ მისი პოლიტპატიმრის სტატუსის გაპროტესტება. გასაგებია, როცა დღემდე სააკაშვილის ხსენება არ უნდათ უამრავი ჯურის მექრთამის: გაიშნიკების, მებაჟეების, პროკურორების და ა.შ. ოჯახებს, მაგრამ ისევ ვირო მადლი გახსენდება, როცა ხაზარაძის მსგავსებს უსმენ. გუშინ ბრძანა – თურმე “ერთი ბოროტება” გაუსტუმრებიათ 2012-ში და ეხლა ეს მეორეა მოსაშორებელიო. ანუ, გამოდის იმ გასტუმრებულ “ბოროტებას” მისტირიან დღეს დასავლეთში, ხომ? თან ამას ამბობს კაცი, რომელიც 2008 წლის ომის მეორე დღესვე გაიქცა პარიზში და წაიყოლა ათეულ მილიონობით თბს ბანკის მთელი ქეში, რითიც ბანკი ფაქტიურად ბანკროტად აქცია. ბიძინასგან განსხვავებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ მას ეს აპატია ისევ მეანაბრეთა ინტერესებიდან გამომდინარე და თანხა უკან დააბრუნებინა. უმადურობის სხვა ნაირსახეობებიც არსებობს, მაგალითად კრებსითი ბოკერიები, რომელიც კურირებდა სწორედ სასამართლოსა და ციხეების რეფორმებს და დღეს ყველაფერზე სააკაშვილისკენ იშვერს ხელს…
სირცხვილია მე მგონი, არა?“

ასევე დაგაინტერესებთ