ემუქრება თუ არა პერსონალური სანქციები ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრებს? “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აშშ-ს მხრიდან მორიგ მკაცრ ნაბიჯებს არ გამორიცხავს.
სანქციების მნიშვნელობაზე კომენტარი პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ სწორად გიაზრა აშშ-ში მათი პარტიის ლიდერების ვიზიტის მნიშვნელობა და რომ “ოცნებას” პერსონალური სანქციების შიში აქვს.
“ქართული ოცნების” მხრიდან ისტერიკა, რომელსაც ვხედავთ მამუკა ხაზარაძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით, სრულიად გასაგებია, რადგან მათ სწორად გაიაზრეს სიმძიმე ამ ვიზიტისა. ცხადია, რომ დღეს ხელისუფლებას , თავისი ანტიეროვნული, პრორუსული გადაწყვეტილებების გამო, აქვს შიში პერსონალური დასანქიცერების. ეს სანქციები, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გადაწყვეტენ რიგი პერსონების დასანქცირებას, ეს არ ეხება საქართველოს სახელმწიფოს, არ ეხება ქართველ ხალხს, ეხება ფარცხალაძეებს, ივანიშვილებს, ღარიბაშვილებს და ა.შ.” – ამბობს ირაკლი კუპრაძე