მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის 8 თვით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სასამართლოში მას შემდეგ განუცხადა, რაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა მიესაჯა და ამასთან ერთად, 2 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა დააკავონ , რადგანაც უკვე განაჩენი გამოცხადებულია, როგორც ადვოკატმა განმარტა, განაჩენი შესულია ძალაში და აღნიშნულ განაჩენს შესაბამისი იურიდიული უწყებები აღასრულებენ.
„სამართლებრივად ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, არც საერთოდ გამამტყუნებელ განაჩენს, მითუმეტეს პატიმრობას მაშინ, როდესაც ითვალისწინებდა სხვა სახის სარჩელსაც. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს და ის აუცილებლად გასაჩივრდება.
[სასჯელის] 6 თვე არის უმცირესი ვადა კანონის მუხლით, ერთ წლამდე არის მუხლი და შუაში აირჩია მოსამართლემ.
განაჩენი გასაჩივრდება. საქართველოში რაც არის, ყველა ინსტანციის სასამართლოში რესურსი ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვწუროთ, დანარჩენი ვნახოთ“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო