მამუკა ხაზარაძე 9-პუნქტიან ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომელზეც თავდაპირველად გიორგი გახარიასთან შეთანხმდა

„ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე, იმ 9 პუნქტიან ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომელზეც თავდაპირველად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა.
9 პუნქტიან ჩამონათვალს, რომელსაც ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:
„ეს იყო რაზეც შევთანხმდით:
· გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით 9, საპარლამენტო არჩევნებში და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისაც ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის „ქართული ქარტია“.
· ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით.
· გახარია თავად არ იქნება „ძლიერი საქართველოს“ პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა მაშინ ჩავეწეროთ ორივე).
· ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით მაგალითად 10-10 „ლელო“/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია).
P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება.
· გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას „ძლიერი საქართველოს“ პროგრამაში და მისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი.
· ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით.
· 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება, თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან.
· დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც.
· მართვა, საბჭო. მაგალითად : გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი ხმა რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი) 12 გახარია, 12 „ლელო“, 3-3 კოალიციიდან“,- წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები