მამუკა ხაზარაძე – 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!

7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი ს საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება! – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მოთხოვნა იგივეა – „ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!“
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!
ეს არის აღიარება, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ვერ აღწევს.
ეს არის აღიარება, რომ ოქტომბრამდე სინდისის პატიმრებს ვერ ათავისუფლებ.
ეს ნიშნავს, რომ მთელი მედიასივრცე და საზოგადოების ყურადღებაც ამ თემისკენ გადართო.
ჩვენი მოთხოვნა იგივეა – ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!
ეს არის დღეს მთავარი საკითხი!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას