– 2024 წელი იყო გარდამტეხი, დაიბადა ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არასდროს შეეგუება მონობას, დიქტატს და თავისუფლების წართმევას – 2025 წელს შევცლით რუსულ ხელისუფლებას

2025 წელს ჩვენ აუცილებლად შევცლით რუსულ ხელისუფლებას , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ რუსთაველის გამზირზე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, 2024 წელი იყო გარდამტეხი წელი იმიტომ, რომ დაიბადა ახალი სამოქალაქო საზოგადოება.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო. უნიკალური დღეა დღეს. ასეთი სახალხო ზეიმი და ახალი წლის აღნიშვნა პირველად ხდება ჩვენს ისტორიაში. ძალიან მაგარი განცდაა და მინდა თითოეულ ოჯახს, ემიგრანტს, ვინც დღეს პოლიტპატიმარია, ყველას მინდა მივულოცო ახალი წელი. 2024 წელი იყო გარდამტეხი წელი იმიტომ, რომ დაიბადა ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არასდროს არ შეეგუება მონობას, დიქტატს და თავისუფლების წართმევას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული