მამუკა ხაზარაძე – ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ ცვლილებების დროა. მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს. „ლელო“ ემსახურება საქართველოს!“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საუბრობს.
– ბატონო მამუკა, დავიწყოთ შემოდგომის ს მნიშვნელობით. ოპოზიცია ამ არჩევნებს გადამწყვეტს უწოდებს, რატომ არის ის გადამწყვეტი?
– გადამწყვეტია იქიდან გამომდინარე, რომ პირველად ტარდება სრულად პროპორციული არჩევნები. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან . ასე დგას საკითხი. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც მთლიანად ემსახურება რუსულ პოლიტიკას საქართველოში, ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის შესაფერხებლად. ამიტომ არჩევანი იქნება რეფერენდუმის მსგავსი. ქართველმა ხალხმა, რომელსაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ევროპული არჩევანი, ეს უნდა ასახოს 2024-ის არჩევნებში.
– ოპოზიცია, მათ შორის „ლელო“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მსახური ხელისუფლებაა. როგორ ფიქრობთ, როცა ქვეყანას აქვს მკაფიო პროგრესი ევროპის მიმართულებით, ასეთი ბრალდებები რამდენად სწორია?
– „ქართული ოცნება“ არის შენიღბული, ასე ვთქვათ ფსევდო ქართული მოტივაციებით, სინამდვილეში კი ამოძრავებს მხოლოდ ერთი მიზანი – დარჩეს ხელისუფლებაში, სხვა ყველა მისი ქმედება შეფარული და ხანდახან შეუფარავი, არის პირდაპირი რუსული პროპაგანდა საქართველოში. ეს გამოიხატება უვიზო მიმოსვლაში, ფრენების დანიშვნაში ისეთ ქალაქებშიც კი, საიდანაც საბჭოთა კავშირის დროსაც არ დაფრინავდნენ თბილისში. ეს გამოიხატება ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსების უვიზოდ მასობრივად შემოდინებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ „გავრილოვის ღამეზე“, აღარაფერი ვთქვათ ე.წ. რუსულ კანონზე აგენტების შესახებ, ასევე ძალიან თვალშისაცემი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე შეერთებული შტატებისა თუ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებზე. ასევე, დასავლური ორიენტაციის პრეზიდენტის დამუნათება და იმპიჩმენტის მოწყობის პროცედურა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხვდებოდა ევროპის ქვეყნის ლიდერებს ჩვენი მომავლის გასაცნობად და ჩვენი ხალხის არჩევანის მხარდასაჭერად და უამრავი მსგავსი რამ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ რიცხვების გაჟღერება, რომელიც ასახავს ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ეკონომიკა მიზანმიმართულად გახადა რუსეთზე დამოკიდებული, ეს გამოიხატება ყველა სტრატეგიული პროდუქტის იმპორტ-ექსპორტში. ჩვენ ვახდენთ ისეთი სტრატეგიული პროდუქტების იმპორტს, როგორიც არის ხორბალი, ბენზინი, გაზი, და აქ არ არის საუბარი მხოლოდ 20 ან 40- პროცენტიან წილზე, აქ ლაპარაკია 90 პროცენტს მიახლოებულ სტრატეგიული პროდუქტების იმპორტზე, ასევე ღვინო, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია, თითქმის 70 პროცენტი რუსეთში გადის. ეს არ ხდება შემთხვევით. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა და გარედან რომ შევხედოთ მოცემულობას, ჩვენ პრაქტიკულად რუსული ეკონომიკის ნაწილი ვართ, იმიტომ რომ 26 000 რუსული კომპანია დარეგისტრირდა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში და 100 ევროპულ კომპანიასაც ვერ დამისახელებთ, რომელიც აქ დარეგისტრირდა ამ პერიოდში. აი ეს არის შედეგი.
– როდესაც ამბობთ, რომ გადაიდგა ნაბიჯები დასავლეთის წინააღმდეგ, ხელისუფლებიდან გპასუხობენ პირიქით, რომ დასავლეთი მოექცა საქართველოს უსამართლოდ კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში. ხოლო რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობის ნაწილზე, მათი პასუხია, რომ ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და მოუწოდებენ ამერიკას დანიშნონ პირდაპირი ფრენები, დაუშვან უვიზო მიმოსვლა და გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. რა არის თქვენი პოზიცია?
– როცა ვსაუბრობთ ე.წ. უსამართლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ „ოცნებას“ არცერთი სერიოზული რეკომენდაცია სასამართლო იქნება თუ საარჩევნო, შარლ მიშელის დოკუმენტიდან პრაქტიკულად არცერთი პუნქტი არ შეუსრულებია და რაზე ვლაპარაკობთ. მიშელის დოკუმენტში ეწერა ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა, ეს იყო სასამართლო, საარჩევნო სისტემა, ძალთა გადანაწილება და ა.შ. რა მოხდა? იქ დან კანონი მიიღეს და ოპოზიციის წარმომადგენელი გამოუშვეს და პრაქტიკულად ერთ პარტიას დაუქვემდებარეს ცესკო. სასამართლო რეფორმაში არანაირი ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ ასახეს, პირიქით უვადოდ დანიშნეს მოსამართლეები და ე.წ კლანი ჩააბეტონეს ბოლომდე. ანტიკორუფციული სამსახური დაუქვემდებარეს პრემიერს, როცა უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი ორგანო და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ბუნებრივია ასეთ პოლიტიკაზე ევროპას, აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ვფიქრობ საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, რომ ქართველი ხალხის არჩევანს დაუჭირა მხარი და კანდიდატის სტატუსი მისცა, მაგრამ ახლა რას ვხედავთ, უკვე რამდენიმე თვე გავიდა და არანაირი პროგრესი 9 პუნქტის შესრულებაზე.
– ამერიკის ნაწილზე რას იტყვით?
– როცა შენ ბოლო წლების განმავლობაში -ის ელჩს “აბულინგებ” და თითქმის ერთხელაც არ ხარ ჩასული ვაშინგტონში… თუ არ ჩავთვლით ღარიბაშვილის ვიზიტს როდესაც კორუმპირებულმა პრემიერმა შვილი გადააფრინა შტატებში უმაღლეს სასწავლებელში, რომელი ვიზიტი გახსენდებათ ბოლო პერიოდში სადაც ქართული დელეგაცია ჩავიდა და პროაქტიულად დაიწყო საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე, პირდაპირ ფრენებზე და ა.შ.. ამიტომ ეს არის პროპაგანდა, ეს არის ტყუილი და მთელი ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენი საზოგადოების პრობლემაც არის, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილი სამწუხაროდ იჯერებს ტყუილებს.
ვახსენეთ და მიმდინარე ომის საქართველოს არჩევნებზე ირიბ გავლენაზე მინდა გკითხოთ, ორივე სცენარი რომ განვიხილოთ. არის მოსაზრება, რომ ამ ომში უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში მას ექნება გავლენა საქართველოს არჩევნებზეც ოპოზიციის სასარგებლოდ, ხოლო მარცხის შემთხვევაში, პირიქით ხელისუფლების სასარგებლოდ. რას იტყვით ამაზე?
– სხვანაირად გიპასუხებთ. როცა ლაპარაკია ჩემს ქვეყანაზე, სტაბილურ მშვიდობაზე, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე, დაკარგული ტერიტორიების შემოერთებაზე, ჩემთვის იქ ოპოზიციის სასარგებლოდ და ხელისუფლების სასარგებლოდ თემა არ არსებობს. ჩემთვის არსებობს საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. უკრაინის გამარჯვება არის საქართველოსთვის ძალიან დიდი წარმატების მომტანი და ერთხელ და სამუდამოდ იმ იმედის რეალობად ქცევის შანსი, როცა ჩვენ შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებაზე რეალურ ლაპარაკს. ამიტომ უკრაინის გამარჯვება ნებისმიერი ქართველის ინტერესში უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაშია. ეს არის გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დადგეს იმ გზაზე სადაც უახლოეს ხანში ვიქნებით გაერთიანებული და ერთიანი ეკონომიკით და ერთიანი მშვიდობის კონცეფციითა და უსაფრთხოებით.
– საარჩევნო წელს პოლიტიკაში ბევრი რამ იღებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. როგორ უპირისპირდება ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“, რომელიც იყენებს ისეთი მესიჯებს, როგორიცაა განგრძობადი მშვიდობა, რომელსაც ქვეყანამ მათ პირობებში მიაღწია, ხოლო მეორე ხელით ოპოზიციას გლობალური ომის პარტიას ეძახის?
– „ოცნების“ მოტანილ მშვიდობას ჩავუღრმავდეთ. რა ნაბიჯი გადადგა „ოცნებამ“ იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო. ან რას ვეძახით მშვიდობას? მშვიდობა რომ იყოს, რუსი ოკუპანტები ტატუნაშვილს, ოთხოზორიას, სულ ბოლოს თამაზ გინტურს ვერ მოკლავდნენ. მშვიდობა იქნებოდა, უამრავ ქართველ დევნილს რომ საკუთარ სახლში შეეძლოს ცხოვრება, მაგრამ ეს ასე არაა. ამიტომ უნდა გავიგოთ, რას ვეძახით მშვიდობას.
არაფერი კონკრეტული ქმედება „ოცნებას“ არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ იძახის, რომ მშვიდობა არსებობს, არაფერი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით და ეს რიტორიკა, რომ ვიღაცას ომი უნდა, ეს მათ მიერ მოგონილი პროპაგანდისტული ამბავია, იმიტომ რომ არავინ არ არის დაზღვეული როგორ მოიქნევს რუსეთი კუდს მარცხის ან გამარჯვების პირობებში. სტაბილურ მშვიდობას სჭირდება სტაბილური პარტნიორები, სერიოზული ჯარი, სერიოზული ეკონომიკა, პრინციპული მთავრობა და რაც ყველაზე მთავარია ისეთ სტრუქტურაში გაერთიანება, როგორიც არის ევროკავშირი, როგორიც არის ნატო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული.
– რა არის „ლელოს“ ხელთ იმ მოცემულობაში, როცა საარჩევნო 2024 წელს, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ დაასრულებს რიკოთს, სავარაუდოდ, გაიხსნება კობი-ქვეშეთის გვირაბი და დასრულდება სხვა მაგისტრალური პროექტები?
– პირველ რიგში უნდა ვთქვათ 12 წელი რატომ აშენებდნენ ამას, მე არ მგონია, რომ ის, რაც ჩამოთვალეთ არის მიღწევა. ეს არის ის მინიმუმი, რაც ნებისმიერმა ქვეყანამ და მთავრობამ უნდა აკეთოს, იმიტომ რომ ჩვენი ფულით იხდის და ჩვენი ფულით აკეთებს ამას. გზას რომ აგებს ეს არ არის მიღწევა 21-ე საუკუნეში. „ოცნების“ მიღწევა არის კატასტროფულად გაზრდილი ემიგრაცია, „სკაიპით“ გაზრდილი ახალი თაობა, სამოცდაათი ათასი მშიერი ბავშვი, და ნახევარ მილიონზე მეტი სოციალური შემწეობის მიმღები, სამარცხვინო პენსია, რომელიც დღეს არის და ა.შ.
– თქვენს გზავნილებს შორის ბოლო არის 200 000 სამუშაო ადგილის დეფიციტი, რომელიც, თქვენი განცხადებით, შეიქმნა „ქართული ოცნების“ დროს. საზოგადოებამ სწორად რომ გაიგოს, ეს არის თქვენი დაპირება 200 000 სამუშაო ადგილის შექმნაზე? რას ნიშნავს როცა დეფიციტზე ვსაუბრობთ.
– ნორმალური ეკონომიკური რეფორმების პირობებში 200 000 სამუშაო ადგილით მეტი უნდა ყოფილიყო საქართველოში. ყოველ წელს ჩვენ 18 000 ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს ვტოვებთ ქუჩაში. მარტო ეს რომ დაითვალო და რაღაცა სარგებელი მისცე, 4 წლის განმავლობაში 80 000- მდე ადიხარ ახალგაზრდის დასაქმებაში. არ ვლაპარაკობ სხვა ადამიანებზე, რომლებმაც დატოვეს ქვეყანა. კორუფციამ, ნეპოტიზმმა, პერსპექტივის არ ქონამ, იმედგაცრუებამ, ნიჰილიზმმა, ყველაფერმა ამან გამოიწვია დიდი მიგრაცია და ჩვენ პრაქტიკულად დავცარიელდით და პირველ რიგში ეს არის ამოსავსები. მარტივ მაგალითს გეტყვით: 2020 წელს იანვარში მათ გააჩერეს ანაკლია. გააჩერეს და არაფერი არ გაუკეთებიათ, ოთხი წელი გავიდა. კითხვა მაქვს, რატომ ებრძვი ამ პროექტს? ასეთი კითხვა დაუსვამს ვინმეს? ეს კითხვა დაგისვამთ? მამუკა ხაზარაძე რომელიც ამ ქვეყანაში სულ რაღაც კომპანიებს ქმნიდა და ხალხს ასაქმებდა და ასეულ მილიონობით ლარი შეაქვს დღესაც მის დაფუძნებულ კომპანიებს ბიუჯეტში და 15 000 ადამიანი მუშაობს. რატომ მებრძვიან მე? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მაინტერესებს.
– თქვენ გაქვთ პასუხი? რატომ გებრძვიან?
– მგონი ყველამ ნახა ეს ყველაფერი. რომ არ დამეწყო ანაკლიის პროექტი, მგონი საერთოდ არანაირ ომს არ გამომიცხადებდნენ, გავაგრძელებდი ბიზნესს. როდის დაიწყეს შემოტევა? ჩვენი გემი რომ ჩამოდგა მას შემდეგ. როგორც კი დაღრმავების სამუშაოები დაიწყო გახსნეს ფრონტი. ფაქტია რომ რაღაც ისეთს შევეხე, რომელიც ვიღაცის ინტერესში არ არის. ვის ინტერესში არ არის? ვინ გამომიცხადა ომი? ბიძინა ივანიშვილმა. რატომ უნდა გამოეცხადებინა ბიძინა ივანიშვილს ომი მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, თან მთელი სახელმწიფო აპარატით. რა იყო ამისთანა? სხვა ბიზნესმენებს რატომ არ გამოუცხადა ასეთი ომი? იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით თავისუფლები, ვაკეთებდით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს უსაფრთხოებას, დიდი ინვესტიციის და ფუნქციის მატარებელ პროექტს ვატარებდით. ამერიკელებთან ერთად ვაკეთებდით ამას და ეს არ იყო რუსეთის ინტერესში. აი ეს არის მთელი ამბავი, თორემ ახლა სხვა პოლიტიკური პარტიებიც აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ესენი რა რესურსსაც ხარჯავენ ჩვენს გაშავებაზე, არცერთ სხვა პარტიაზე არ ხარჯავენ.
– რა იცვლება ანაკლიის პორტში დასავლური ფაქტორების არ მონაწილეობის შემთხვევაში?
– შენ აღარ ხარ ევროპული. იქნები პორტი, მაგრამ ეს პორტი სტრატეგიულად იქნება გაკონტროლებული ისეთი ქვეყნის მიერ, რომლის უკან იდგება რუსეთი. მოკლე პასუხი არის ეს, თორემ ჩვენ უნდა გვქონდეს ის ამოცანა, რომ ამ პორტში იყოს ამერიკული, ევროპული და თუნდაც ჩინური და თუნდაც სხვა ქვეყნის ინვესტიცია, მაგრამ დაბალანსებული. არაფრით არ შეიძლება ამ პორტის რომელიმე არაევროპული ქვეყნისთვის გადაცემა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაც რიგით პორტზე. ჩვენ ვლაპარაკობთ სტრატეგიული მნიშვნელობის, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის წერტილზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულად იმ ქვეყანასთან ერთად გააკეთო ვისკენაც შენ იღწვი, რომ მისი ნაწილი გახდე. ესე იგი სტუმრად მიდიხარ და საჩუქარი მიგაქვს სხვისთვის.
– კიდევ ერთი კითხვა ანაკლიის ნაწილზე. პორტზე საუბრისას მინდა მის სიცოცხლისუნარიანობაზე გკითხოთ. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ანაკლიის გარდა არის კიდევ ორი მოქმედი პორტი. ს და ს. იყო საუბარი ფოთის პორტის მისადგომის ჩაღრმავებაზე. დღეს ეს ორი პორტი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. ასეთ დროს რამდენად რენტაბელურია დამატებით კიდევ ერთი პორტის გაჩენა, რომლის მომგებიანობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
– ეს არის მცდარი ინფორმაცია. ფოთის პორტმა 2023-ში ისტორიის განმავლობაში ფოთის არსებობის, რეკორდი მოხსნა და პრაქტიკულად მაქსიმუმის მაქსიმუმი სიმძლავრე გადატვირთა. პანდემიის შემდეგ ზრდა არის 70-80 პროცენტი. დატვირთულია ორივე პორტი. განსაკუთრებით ეს გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომმა. შესაბამისად ჩვენ, თავდაპირველი გეგმის შესაბამისად, 2020-ში პირველი გემი რომ მიგვეღო, ჩვენ დღეს უმნიშვნელოვანესი მოთამაშე ვიქნებოდით რეგიონში და ძალიან დიდი პერსპექტივით, ამიტომ ეს არის მცდარი ინფორმაცია, ეს არის პროპაგანდის ნაწილი. როგორ გგონიათ 650 მილიონი ჩაიდებოდა ამ პროექტში? 80 მილიონი ჩაიდო 400 მილიონზე ხელი იყო მოწერილი ბანკებთან და ეს ბანკები ისე იძლეოდნენ ამ ფულს, რომ არ ჰქონდათ შესწავლილი ზრდა, მომგებიანობა და ა.შ.?
– პორტის თემაზე რომ გავაგრძელოთ, ამ პორტის მშენებლობაში არსებობდა სახელმწიფოს ვალდებულებაც.
– კი ბატონო. ესეიგი ეს პროექტი იყო ერთ-ერთი პირველი ასეთი ტიპის ხელშეკრულება, სადაც კერძო და საჯარო პარტნიორობა იყო დაფიქსირებული. პორტს ვერ ააშენებ თუ სახელმწიფო არ იღებს მონაწილეობას. შესაბამისად ორივე მხარეს ჰქონდა ვალდებულება. სახელმწიფოს, გარდა იმისა, რომ მიწა გამოყო, სხვა ვალდებულება არ შეუსრულებია. ეს არის რკინიგზა და გზა და როგორც წესი ჯერ შენდება გზა, რომ პორტის მშენებლობას დაეხმაროს. დღემდე არ არის ეს გაკეთებული. ეს ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ პროექტის საწინააღმდეგოდ მოქმედებ როგორც ხელისუფლება. ეს არის რეალურად რაც მივიღეთ. და კიდევ უამრავი სხვა რამ. კიდევ პროპაგანდა იმისა, რომ თითქოს ხელშეკრულებაში შევიდა რამდენიმე ცვლილება. თუ ვინმეს ოდნავ მაინც გაუვლია ბიზნესთან, მანახეთ ხელშეკრულება, რომლის შეცვლაც არ მომხდარა. მითუმეტეს როცა ასეთი გრანდიოზული პროექტი კეთდება და როცა ორივე მხარეა დაინტერესებული საბოლოო შედეგით, რომ უნდა აშენდეს და აქ მატერიალური შენიშვნები კი არ გათვალისწინებულა, რომ ვთქვათ ვიღაცას რაღაცა აჩუქა სახელმწიფომ. არა, უბრალოდ ტექნიკური სახის შესწორებები შევიდა ხელშეკრულებაში, რაც არის აბსოლუტურად ნორმალური და ესეც ოთხი უზარმაზარი ბანკის მოთხოვნით შევიდა და არა ჩვენი მოთხოვნით.
– კიდევ ერთ დაპირებაზე მინდა გკითხოთ, რომელმაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია – 1000- ლარიანი პენსიის დაპირებამ. რატომ 1000 და როგორ?
– ჩვენ ამოვედით იმ მარტივი ფორმულიდან, სადაც საშუალო ხელფასის 60 პროცენტი უნდა იყოს პენსია. ეს არის ნორმალური სტანდარტი ყველა ქვეყანაში და რამდენად დარღვეულია აქ თქვენ თვითონ ხედავთ. „ქართული ოცნება“ დღეს გვეუბნება, რომ 1800 ლარია საშუალო ხელფასი. შესაბამისად ათასიც კი ცოტაა, მაგრამ ეს არის სტანდარტი. არ შეიძლება ბავშვები მშიერი გყავდეს, არ შეიძლება 800 ათასზე მეტი პენსიონერი პრაქტიკულად ბედის ანაბარად გყავდეს მიტოვებული. მიტოვებაა როცა ეუბნები, რომ 20 ლარით გიმატებ პენსიას წლიურად. ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ადამიანებისთვის რომლებისთვისაც ყოველი დღე და ყოველი წელი არის უმნიშვნელოვანესი, უნდა იყოს ძალიან მოკლე და რადიკალურად მიღებული გადაწყვეტილება. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ამას სჭირდება ქვეყნის მენეჯმენტი.
– საინტერესოა ახალგაზრდების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაც, რით განსხვავდება ის „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან წამოწყებული სტაჟირების პროგრამისგან?
– ჩვენი სტაჟირების პროგრამა ეხება 16 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს. ჩვენი სტაჟირების პროგრამა და პირველი ხელფასი გარანტირებული ექნება კერძო და სახელმწიფო უწყებებისთვის. ჩვენი სტაჟირების პროგრამა პირველ წლებში დაფინანსდება იმ 75 მილიონით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხარჯავს კონცერტებში. შესაბამისად არის ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რამ. მე არ გამიგია, რომ 16 000-ზე მეტ სტუდენტზეა ლაპარაკი, საუბარია მხოლოდ 3000 ახალგაზრდაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ კერძო სექტორი შექმნის ამ სამუშაო ადგილებს, ბიზნესი და არა სახელმწიფო და თუ კერძო სექტორი არ ჩართე ამ ამბავში, რომ ახალგაზრდები გაზარდოს, მაშინ რომელ სახელმწიფო უწყებაში გაიზრდება ადამიანი, რომელიც გააგრძელებს კარიერას დამოუკიდებლად. პირიქით, უნდა შემცირდეს სახელმწიფო უწყებების რაოდენობა. ეს არის ბიუჯეტის უზარმაზარი ხარჯვა და არაეფექტურობა და ალტერნატივა უნდა შეუქმნა, რომ ძალიან წყნარად გადავიდნენ კერძო სექტორში გაცილებით მაღალ ანაზღაურებაზე.