მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს, მივესალმები ისე მოვაწყოთ ჯარი, რომ ქალები იყვნენ პროცესში ჩართულები და მოწინავე რიგებში

დღეს, სამწუხაროდ ჩვენს ეკონომიკას ქალები ასაზრდოებენ, რომლებიც უცხოეთიდან გამორიცხული თანხებით ასაზრდოებენ ქართულ ეკონომიკას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ქალთა როლის გაძლიერების საკითხებზე საუბრისას განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ქართული ეკონომიკა დგას უცხოეთიდან გზავნილებზე, რაც უნდა შეიცვალოს – შეიქმნას ქვეყანაში სამუშაო ადგილები და დაიწყოს წარმოება.
„ევროპასთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი გავხდით. რატომ? – იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ მომხმარებელ ერად გაგვხადა. საქართველო არ აწარმოებს და არ არის ექსპორტზე ორიენტირებული. ქართული პროდუქცია ჩაანაცვლა იმპორტირებულმა პროდუქციამ. ეს არის შესაცვლელი.
დღეს, სამწუხაროდ ჩვენს ეკონომიკას ქალები ასაზრდოებენ, უცხოეთიდან გამორიცხული თანხებით ასაზრდოებენ ქართულ ეკონომიკას. იმიტომ, რომ აქ არ არის სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები გაქრა, ადამიანები უცხოეთში წავიდნენ. 2023 წლის მონაცემებით, ჩვენმა ემიგრაციამ 4 მილიარდი დოლარი გადმორიცხა. ამაზე დგას ქართული ეკონომიკა. ჩვენ გპირდებით იმას, რომ ეს პროპორცია შეიცვალოს, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ქვეყანამ დაიწყოს ისეთი წარმოებები, რომებიც გენერირებას გაუწევს ჩვენს ბიუჯეტს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ნებისმიერ პროფესიაში იყოს მოწინავე ადგილას.
„ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს. მივესალმები იმას, რომ ისე მოვაწყოთ ჯარი, რომ ქალები იყვნენ ამ პროცესში ჩართულები და მოწინავე რიგებში იყვნენ. ამას კანონმდებლობა არ სჭირდება, ამას სჭირდება სურვილი.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი სიის ნახევარი იყოს ქალი. ეს კულტურა უნდა დაინერგოს. ეს არ არის რევერანსი, ეს არის საქმისთვის საჭირო საკითხი“,- განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძემ ქალთა მიმართ ძალადობაზე საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის გამომწვევი მიზეზია სათამაშო ბიზნესი, უმუშევრობა და ნარკომანია.
ამასთან დაკავშირებით ხაზარაძემ მოსახლეობას პარტიის ხედვები გაუზიარა.
„ამის გამოწვევ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ნარკომანია, უმუშევრობა, სათამაშო ბიზნესი, ისეთი, რამ რაც ადამიანს აგდებს კრიტიკულ მდგომარეობაში რის შემდეგაც აგრესია იჩენს თავს.
ნარკომანიას უნდა გამოვუცხადოთ სერიოზული ბრძოლა. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც ამ საკითხზე ღიად დავიწყეთ საუბარი. ინიექციური ნარკომანიით ჩვენ მსოფლიოში 1-ელ ადგილზე ვართ, რაც არის კატასტროფა. ეს პრობლემა უნდა დავამარცხოთ, რადგან ერი გვიკვდება.
სათამაშო ბიზნესი, რომელიც მთელი ეკონომიკის 1/3-ია ისე უნდა დაიბეგროს, რომ არ დაიხუროს, მაგრამ სამართლიანად დაიბეგროს და თანხა ბიუჯეტში შევიდეს, რომელიც პენსიონერებს უნდა დავურიგოთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს