– ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება – თავისუფლება ჯაფარას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბრძოლა ბოლომდე!

თავისუფლება ჯაფარას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბრძოლა ბოლომდე!, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე „სამართლიანობის მაგალითია“.
„სამართლიანობისა და მეგობრობის მაგალითია ზურა ჩემთვის! ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება! თავისუფლება ჯაფარას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბრძოლა ბოლომდე!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას