მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან თავდაპირველ შეხვედრაზე 9 პუნქტზე შეთანხმდნენ, შემდეგ კი ვითარება შეიცვალა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის არგუმენტი, რომ ეს მოლაპარაკებები ინტერვიუმ ჩაშალა, არასერიოზულია.
ამასთან, მისივე თქმით, თუ პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული მართვა სურთ, მაშინ უნდა მიეჩვიონ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ.
„9 პუნქტი იქნა ჩამოყალიბებული და ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, გუშინწინ, ჩვენ ამ პუნქტებზე შევთანხმდით. შევთანხმდით პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე და არა რაღაც სხვა მოსაზრებიდან გამომდინარე, დროის სიმცირის, ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დრო დასაკარგი არ არის. არჩევნებამდე არის სულ რაღაც 35 დღე და შესაბამისად, ამ მოცემულობიდან დავეთანხმეთ ჩვენ აგვეღო ბაზად #9. შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა. შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში. პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი, არაპარტიული ადამიანისთვის და იყო რამდენიმე სახელი დასახელებული. შესაბამისად, ჩვენ, გუშინწინ, გამოვედით და დავტოვეთ პრეზიდენტის სასახლე იმ შეგრძნებით, რომ მეორე დღეს, ანუ გუშინ, ჩვენ უკვე სია უნდა მიგვეტანა სალომე ზურაბიშვილთან და ცოტა ხანში გაგვეცნო საზოგადოებისთვის თუ ვინ იქნებოდა პირველი ოცეული და ა.შ. ამ განწყობით მე მივედი გუშინ შეხვედრაზე. ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც პრაქტიკულად ააყირავა ეს მოლაპარაკება იყო ლევან ცუცქირიძის ინტერვიუ, რომელიც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ თუ გვინდა ხელისუფლება შევცვალოთ, თუ გვინდა, რომ გადავიდეთ ნამდვილ დემოკრატიულ მართვაზე, მაშინ უნდა მივეჩვიოთ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ. თუმცა მინდა განვმარტო სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩემი კოალიციური პარტნიორები: , და ლევან ცუცქირიძე პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს, ამის მერე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება არის ქვეყნისთვის საჭირო და შესაბამისად, ამ მანდატით ვსაუბრობდი მე ამ მოლაპარაკებაზე. შესაბამისად, რაიმე ინტერვიუ, რომელიც მოყვანილი იქნა როგორც ამ ხელშეკრულების ჩამშლელად, უბრალოდ არასერიოზულია თუ სხვა რამეს არ ვგულისხმობთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები