მამუკა ხაზარაძე – შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ს შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეხვედრები გაგრძელდება.
მისივე თქმით, ასევე, შეხვედრა აქვთ დაგეგმილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
„ეს შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მერე გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტთან, ამიტომ ეს საკმაო ხანი გაგრძელდება, სანამ არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს. ძალიან ბევრი საკითხია, დეტალებს ვერ გეტყვით, უცხოელებთან ურთიერთობა, ჩვენ ამომრჩეველთან ურთიერთობა, ფაქტების შეგროვება, რომელიც ყოველდღიურად მოდის და ა.შ.“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებენ. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს