მამუკა ხაზარაძე: ყველა ჩემი ემოცია ამ წიგნში აღვწერე და თქვენამდე მოვიტანე, რომ გამიცნოთ ისეთი, როგორიც ვარ

“”…დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.” – ჩათვალეთ, რომ სწორედ ეს წამები მაქვს ამ წიგნში თქვენთვის მოყოლილი.
ავტობიოგრაფიაზე მუშაობა, რაღაცით საკუთარ თავთან საუბარს ჰგავს, წერ, რაც გადაგხდა, რაზეც გიფიქრია და რაზეც გიოცნებია.
ყველა ჩემი ემოცია იმ დღიდან, რაც თავი მახსოვს, პირადი თუ საჯარო, გამარჯვებისა თუ მარცხის, ერთგულებისა თუ ადამიანთა მხრიდან ღალატის, ამ წიგნში აღვწერე და თქვენამდე მოვიტანე, რომ გამიცნოთ ისეთი, როგორიც ვარ – ადამიანი, რომელსაც გამარჯვების სჯერა!” – წერს სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მამუკა ხაზარაძის წიგნის, “სიმართლე გითხრათ” პრეზენტაცია 1 ივნისს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ