ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა რწმენას, ეკლესიას და კაცობრიობის მსახურებას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„კათოლიკეებს მთელს მსოფლიოში, გულწრფელად გისამძიმრებთ და სოლიდარობას გიცხადებთ ამ დიდი დანაკარგის დროს“, – აღნიშნავს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომის პაპი გუშინ დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შაბათს დაკრძალავენ.
