მამუკა ხაზარაძე – „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის რუსიფიცირება გადაწყვიტა – პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე კანონი პარლამენტიდან გატანილი არ იქნება

ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანად იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი გამოიტანოს და არჩევნებზე გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მ “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, საიდანაც რამდენიმე წუთში, ევროპის მოედნის მიმართულებით “ევროპის მარში” უნდა მოეწყოს.
როგორც ხაზარაძე განმარტავს, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსულია.
“დღევანდელი დღე არის ისეთი, როგორიც იყო გუშინ, გუშინწინ და იმ დღიდან დაწყებული, როცა “ქართულმა ოცნებამ” ჩვენი ქვეყნის რუსიფიცირება გადაწყვიტა. ეს კანონი პირდაპირ რუსული კანონია, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს კანონი არ იქნება პარლამენტიდან გატანილი, ვინაიდან არც ერთი ადამიანი, ვისაც ელემენტარულად ესმის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი, სად უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, რომ სტაბილური მშვიდობა, ეკონომიკა იყოს დაცული, კარგი ხელფასები, კარგი პენსიები იყოს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ევროპაა. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანად იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს კანონი გამოიტანოს და არჩევნებზე გავისტუმროთ ხელისუფლებიდან”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ