მამუკა ხაზარაძე – უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს „ქართული ოცნებისთვის“ და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სთვის უახლოეს ხანში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.
როგორც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, სენატორ როჯერ ვიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიმართ ამერიკის მხრიდან ნაბიჯები, ს ინაუგურაციის შემდეგ გადაიდგმება.
„უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს “ქართული ოცნებისთვის” და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს!
ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი – ამას მივაღწევთ ამერიკის მხრიდან ძალიან სერიოზული პრესინგით და ნაბიჯებით „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ხანში. ეს ნაბიჯები გადაიდგმება ინაუგურაციის შემდეგ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.
„შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები, ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით, საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცეს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომელსაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები