მამუკა ხაზარაძე: ტრამპი “ოცნებას” საქმეებს ისე დაულაგებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი ამბობს, რომ -ს პრეზიდენტად ტრამპის არცევის შემდეგ აშშ-ს საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება და პირიქით, შესაძლოა, “ოცნებას” საქმე “გასაქცევადაც” კი ჰქონდეს. პოლიტიკოსის თქმით, ამერიკის არცერთი პრეზიდენტიკლეპტოკრატიას და რუსული ტიპის მმართველობას არ შეეგუება.

აშშ და ტრამპი ისე დაულაგებს „ქართულ ოცნებას“ საქმეებს, რომ გასაქცევად ექნებათ საქმე. ამერიკის არცერთი პრეზიდენტი, მითუმეტეს, ადმინისტრაცია, არ შეეგუება კლეპტოკრატიას, იმ რუსული ტიპის მართვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა საქართველოში, სადაც მიტაცებულია ყველა ინსტიტუცია და ბოლოს, რუსული სცენარით მოიპარეს ქართველების მომავალი, წაართვეს მათ ხმა და არჩევანი. ამიტომ, ეს ყველაფერი დამთავრდება „ქართული ოცნების“ სავალალოდ, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, აშშ-ს მიმდინარე ს დროს “ქართული ოცნება” ირწმუნებოდა, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიტვირთებოდა. მმართველი პარტია ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში ბაიდენისგან განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ჩემთვის უმძიმესია, რომ გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქვეყანას შეუქმნა სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების საფრთხე

ბიძინა ივანიშვილი – აღარ გვეშლება შეფასება, ვინ მეგობარია ვინ – მტერი – კარგად გავაანალიზეთ, რომ არცერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის – არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს საქართველოს გამოყენების ხარჯზე არ უნდა მოხდეს