მამუკა ხაზარაძე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საუკეთესო გზა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება

ლავროვის განცხადება საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნების შესახებ არის ძველი რუსული ტაქტიკა,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებას.
ხაზარაძის შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საუკეთესო გზა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ეს 27 დღეში მოხდება.
„ისინი ცდილობენ, გააძლიერონ თავიანთი მარიონეტული რეჟიმი, „ქართული ოცნება“, რადგან იციან, რომ “ოცნება” რთულ მდგომარეობაშია. 12 წლის წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს “ოცნებას” რაღაცის მიღწევა შეუძლია. უნდა ვთქვათ სიმართლე: რუსეთი არის აგრესორი, ომის გამომწვევი და ოკუპანტი. არავის სჯერა იმ ტერიტორიების დაბრუნების, რომელზეც ისინი თავად შეიჭრნენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საუკეთესო გზა არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ეს 27 დღეში მოხდება!”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას