– სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს

სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს, – ასე ეხმაურება “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.
“ასე სრულდებიან რეჟიმები – საქართველოშიც მალე დასრულდება ოლიგარქის რუსული მისია!
ჩემი თანადგომა ნიკას!”, – წერს ხაზარაძე.
ინფორმაციისთვის, -ში აცხადებენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.
კერძოდ, უწყების ცნობით, დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?