სენატორ როჯერ უიკერს კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სენატორ როჯერ უიკერს კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და ამბობს, რომ უიკერი ქართველი ხალხისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფების დიდი მხარდამჭერია.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ჰელსინკის კომისიამ უკვე აჩვენა თავისი მტკიცე და ურყევი ერთგულება ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი.
„ვულოცავ სენატორ როჯერ უიკერს 119-ე კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას!
მქონდა პატივი იანვარში, ვაშინგტონში შევხვედროდი როჯერ უიკერს. ის ქართველი ხალხისა და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფების დიდი მხარდამჭერია, რომელსაც საფრთხე შეუქმნა და ძირი გამოუთხარა ივანიშვილის რეჟიმმა.
ჰელსინკის კომისიამ უკვე აჩვენა თავისი მტკიცე და ურყევი ერთგულება ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. მადლიერები ვართ საქართველოს დიდი მეგობრის, ჯო უილსონის მიერ გაწეული შრომისთვის.
თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის კრიტიკულ და გადამწყვეტ ეტაპზე, ქართველ ხალხს სენატორი უიკერის მხარდაჭერის იმედი აქვს!“,- წერს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?