– საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა – გილოცავთ რუსული ხელისუფლების დამარცხებას!

გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! – ხალხის ნება გამოხატულია, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები.
მისივე თქმით, დამკვირვებლებმა ახლა საქართველოს მოქალაქეების ხმები უბნებზე უნდა დაიცვან.
„გილოცავთ საქართველოში რუსული ხელისუფლების დამარცხებას! ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. კიდევ ერთი, დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა სტაგნაციის პერიოდი დაამთავრეს. საქართველოში ახალი პერიოდი, ცხოვრება იწყება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ და ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია მუშაობას იწყებს.
რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ბოლომდე დამთავრდა ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, ამას წერტილი ქართულმა საზოგადოებამ დაუსვა. ყველას გილოცავთ!“, – განაცხად ხაზარაძემ.
ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა – ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ – 8,2 %.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)