მამუკა ხაზარაძე: რუსული და ბელარუსული სცენარი – თავისუფალი ადამიანების “ჩეკისტური” დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!

“ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელარუსული სცენარი – თავისუფალი ადამიანების “ჩეკისტური” დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!
ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს!
მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო – რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.
ბრძოლა იქნება ბოლომდე!
ყველა, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება!
მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება!
სიმტკიცით და ერთობით გავიმარჯვებთ!” – წერს სოციალურ ქსელში .

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა