– რა ბრალიც არ უნდა წამიყენონ, ვაცხადებ, რომ ე.წ. პარლამენტს არ ვაღიარებ და არც ამ კომისიას, რომელიც ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა

ბრალი ეხება ჩემს არ მისვლას ე.წ. კომისიაში, რომელიც შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ. ეს კომისია ცირკის სანახაობაა, თავის ხელმძღვანელით, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს 34 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყანა დიდი უფსკრულის წინაშეა.
„თბილისის პროკურატურაში დამიბარეს, სადაც ბრალი უნდა წამიყენონ. ბრალი ეხება ჩემს არ მისვლას ე.წ. კომისიაში, რომელიც შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ. ეს კომისია ცირკის სანახაობაა, თავის ხელმძღვანელით, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. პირდაპირ ეთერში იხილავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს გმირებს, გენერლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
რა ბრალიც არ უნდა წამიყენონ, ვაცხადებ, რომ ე.წ. პარლამენტს არ ვაღიარებ და არც ამ კომისიას, რომელიც ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა.
ქვეყანა დიდი უფსკრულის წინაშეა. ასეთი მძიმე მდგომარეობა, როდესაც ქვეყნის დარჩენილი ტერიტორიების 80% ფორმალურად ოკუპაციის საშიშროების წინაშეა, 34 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
ბრძოლა ყველა მშვიდობიანი მეთოდით გაგრძელდება!“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე” (ვიდეო)

გიგა ბოკერია: „ფედერალისტები“ და „ოპოზიციის ალიანსი“ აუცილებლად ვთვლით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენივე ქვეყნის შიგნით, ირანის რეჟიმის ქსელის გავრცელებით (ვიდეო)