მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვება მინდა მივულოცო – რაღაც ხორხოცი აქვთ, ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებსო – არა, მეგობრებო! ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება, პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ ამერიკელებს მხარდაჭერა არასდროს შეუჩერებიათ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც მან სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ -ში ტრამპის გამარჯვებით, საქართველოში „ოცნება“ გაიმარჯვებს.
„მინდა პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს არის ამერიკელი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არის მათი . მივულოცავ, მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ ს მთავრობა იყო, რომელმაც როცა ანაკლია გააჩერეს, ტრამპის უახლოესი მეგობრის, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის ინვესტიცია შეაჩერეს და ის ამ ქვეყნიდან გააგდეს; მე გავახსენებ, რომ ტრამპის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ჩინეთი და არ არიან თქვენი მეგობრებიო და სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლიაო. ამათ ილუზია არ ჰქონდეთ! რაღაც ხორხოცი რომ აქვთ, ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებსო. არა, მეგობრებო! თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება. პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ მათ მხარდაჭერა და მეგობრობა არასდროს შეუჩერებიათ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს