მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტთან ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში

ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და სწრაფად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებაში ერთადერთი ლეგიტიმური პირია და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი.
„სათქმელი იგივეა და პოზიცია არის იგივე, ქვეყანაში გვყავს ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი და მოთხოვნა არის იგივე, ახალი ს დანიშვნა და სასწრაფოდ ყველა პოლიტპატიმრის გამოშვება, ნაწამები ადამიანების გამოშვება. თქვენ იცით, რომ უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება და ის ფაქტი, რომ ჩვენი მომიტინგეები არიან ნაწამები, არა თუ უბრალოდ დაპატიმრებული და დასახიჩრებული, ეს უკვე საერთაშორისო დონეზე არის დამტკიცებული, ამიტომ სასწრაფოდ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომ სასწრაფოდ გამოუშვან ჩვენი ახალგაზრდები გარეთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.