მამუკა ხაზარაძე – პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი მთავარი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობის ფეხქვეშ გათელეს – არც სტუმარ-მასპინძლობა იციან, არც პოლიტიკა, ტიპური მონები არიან

პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი მთავარი ტრადიცია სტუმარ-მასპინძლობის ფეხქვეშ გათელეს – არც სტუმარ-მასპინძლობა იციან, არც პოლიტიკა, ტიპური მონები არიან, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის 8 ქვეყნის წარმომადგენელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
მათი შეფასებების გამო ხაზარაძე “ქართული ოცნების” ლიდერებს “სამარცხვინო ადამიანებს” უწოდებს.
“შეიძლება რაღაც საკითხში ჩამოსულ სტუმარს არ ეთანხმებოდე, მაგრამ ქართველი კაცისგან სტუმრის არ მიღება…შეიძლება რაღაც მიზეზის გამო არ მიიღო, მაგრამ დამუნათება, წყევლა და გინება, არცერთ ქართულ ტრადიციაში არ ეწერება. ამიტომ ესენი [ხელისუფლება] სრულიად სამარცხვინო ადამიანები არიან. არც სტუმარ-მასპინძლობა იციან, არც პოლიტიკა. ტიპური მონები არიან, რომლებიც ერთ რამეს ემსახურებიან – ბიძინას მორჩილები არიან. გასაქცევიც არსად აქვთ. მონური ქვეშევრდომები არიან და მათგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.
ასეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს იმ ქვეყნებში, რომლის წარმომდგენლებიც დღეს აქ არიან. წარმოუდგინეთ, ჩვენს ემიგრანტებს რომ უთხრან – “აქ რა გესაქმებათ, დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში”. უმეტესობა არალეგალია და თავისი მძიმე შრომით აქ ოჯახებს არჩენს. ცოტა ვიღაც ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ როდესაც აქ ამ უზარმაზარი ქვეყნების წარმომადგენლებს ასე ექცევი, ეს შეიძლება ძალიან ცუდად მოუბრუნდეს ჩვენს თანამოქალაქეებს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება ხელახალი ს მოთხოვნით მიმდინარე აქციას, ხაზარაძე ამბობს, რომ პროტესტი უკვე დიდი საერთაშორისო გამოხმაურების ობიექტია, რასაც, მისი თქმით, ევროპული დელეგაციის ვიზიტიც მოწმობს.
“მგონი, ხედავთ, რომ ეს პროტესტი და საქართველოში სა და “ქართულმა ოცნების” (რომელიც ს მთავრობას წარმოადგენს საქართველოში) ჩატარებული არჩევნები – “რუსულ სპეცოპერაციას” ვუწოდებ, უკვე ძალიან დიდი საერთაშორისო გამოხმაურების ობიექტი გახდა.
ჩვენი პარტნიორების, მეგობრების ჩამოსვლაც დღეს ამაზე მეტყველებს. არცერთი ევროპული, ცივილური ქვეყანა ამ არჩევნებს არ აღიარებს. შესაბამისად, ეს პროტესტი გაგრძელდება. არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ საკმაოდ დიდ სამუშაოს ვატარებთ საერთაშორისო დონეზე. მტკიცებულებები უკვე იმდენი დაგროვდა, რომ შეიძლება აღარც იყოს საჭირო დამატება. ჩვენი არჩევანი არის ევროპა. ძირძველი ევროპული ქვეყანა ვართ. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მხარდაჭერა ჩვენი მხარდაჭერების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.
ს თქმით, მან დელეგაციას უარის თქმის მიზეზი წერილობით განუმარტა და ის წერილის შინაარსს აქვეყნებს.
კერძოდ, პაპუაშვილი დელეგაციისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ უპასუხებს“.