მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურატურისთვის მიმართვის შემდეგ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა ჩატარდა, ველოდებით შემდგომ გამოცხადებას, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მთავარი კითხვა იყო თუ რატომ არ მივიდა “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
“ჩვეულებრივი პროცედურა იყო, არაფერი მნიშვნელოვანი. მთავარი კითხვა არის, რატომ არ მივედი ე.წ. პარლამენტში შექმნილ კომისიაში, რომელსაც ვუწოდე ცირკი, „შაპიტო“ და ბიძინას „შოუ“ – ეს იყო მთავარი კითხვა, რაზეც ვუპასუხე, რომ მე როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელსაც 10 ათასობით ადამიანმა მოგვცა მანდატი, გადაწყვეტილება მივიღე, რომ დაგვეტოვებინა მანდატი, რადგან არ ვაღიარებთ ამ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაციას.
წამოღებული მქონდა საბუთები, საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომელიც მოსამართლისთვის მინდოდა გამეცნო, ეს არის საფუძველი თუ რატომ არ ვაღიარებთ ჩვენ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს. ამის საშუალება მოსამართლემ არ მომცა, თუმცა მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 26 ოქტომბრის გააყალბა ს სპეცსამსახურების მონაწილეობით. ამის შემდეგ ამ ე.წ. მთავრობამ შეცვალა ქვეყნის სტრატეგიული და ეროვნული კურსი”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს