მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – კანონთან მიმართებაში რა შეღავათი აქვთ, რომ წულუკიანს, სუბარს და სხვებს ვერ იბარებთ? – თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან საყვედურს მიიღებთ

რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე? – თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოში 6 საათია მიმდინარეობს მსჯელობა, რატომ არის პრობლემა, კომისიის წევრების მოწმედ დაბარებასთან დაკავშირებით.
“6 საათია ვმსჯელობთ, რატომ არის პრობლემა მეორე მხარის დაბარება, ისევე როგორც მე ვარ დაბარებული. რა შეღავათი აქვთ იმ ადამიანებს კანონთან მიმართებაში, რომ წულუკიანს, სუბარს და სხვებს ვერ იბარებთ? რა პრივილეგია აქვთ? მეც არჩეული დეპუტატი ვარ, ლევან სამუშიაც, მაგრამ ჩვენ დავტოვეთ პარლამენტი, რადგან “ქართულმა ოცნებამ” მოიპარა ხმები. თუ მე მიბარებთ და ბრალი უნდა წამიყენოთ, რა უპირატესობით სარგებლობს წულუკიანი, სუბარი და სხვები. თუ ცალ კარში თამაშია, გვითხარით, პრობლემა არ არის. აქედან ვიღაცამ ნათელი წერტილი ხომ უნდა გაიტანოს, რომ სადღაც შეჯიბრობითობის, თანასწორობის პრინციპი არის. თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ, ან სხვა რაღაცას. რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე?”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“გითხარით გადმოგცემთ დასაბუთებულ განჩინებას და ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით. ხმამაღლა საუბრობთ, რა გვარი ბრძანდებით, სამუშია? მე გელოვანი ვარ, განაგრძეთ”, – მიმართა მოსამართლე, ლევან გელოვანმა, ადვოკატ ლევან სამუშიას.