მამუკა ხაზარაძე – მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა – ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით, ვფიქრობ, ეს უახლოეს ერთ კვირაში გამოიკვეთება

ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში – ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ პარტიების ერთობა უნდა შეიქმნას, რომლებიც პროდასავლურები არიან.
„ჩვენ ვესაუბრებით ყველა პროდასავლურ პარტიას, არამარტო პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პიროვნებებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკაში. ისეთი კონფიგურაცია უნდა ვნახოთ, რომ პირველი და უმთავრესი ერთობა შევქმნათ იმ პარტიების, რომლებიც პროდასავლურები არიან. ევროპული არჩევანი არის ჩვენი ეროვნული არჩევანი. რაც შეეხება კონფიგურაციას, მალე გამოჩნდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელსაც ყელში აქვს ორპოლუსიანობა საქართველოში. ახალი რეალობა უნდა შევქმნათ კონკრეტული გეგმით და მიზნებით, რომელიც ქვეყანას ძალიან მალე დააყენებს ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, უახლოეს 1 კვირაში ეს გამოიკვეთება, ჩვენ, ჩვენ პოზიციას ერთ-ერთი პირველი დაგიფიქსირებთ“,- აღნიშნა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე