მამუკა ხაზარაძე: მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!

“”რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!”
რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა.
დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია – რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, ჰესბოლას გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!
მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!
არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ! 🇬🇪🇪🇺” – წერს “ლელო”-ს ლიდერი სოციალურ ქსელში. 

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება