– „მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის დემონსტრირება, რომ „ოცნება“ კრემლის მიერ მართული რუსული ძალაა

„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, რაც უფრო მეტ „სანქცირებულს დააწინაურებს, მეტად გამოაჩენს საკუთარ უსუსურობას“.
„ივანიშვილის არალეგიტიმურ მთავრობას უკვე ავტორიტარული რეჟიმის ოფიციალური სტატუსი აქვს – დემოკრატიულმა სამყარომ მათ სამუდამო იარლიყი ჩამოჰკიდა და მსოფლიო დამნაშავეებად ცნო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ რუსული სტილით მოქმედებაში.
„მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირებული გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა კი სხვა არაფერია, თუ არა იმის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ „ოცნება“ არის კრემლის მიერ მართული რუსული ძალა საქართველოში, რადგან „მაგნიტსკის აქტი“ სწორედ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ინსტრუმენტია.
ჩვენ, ქართველ ხალხს, ახლა რუსეთთან გადამწყვეტი ბრძოლა გვაქვს მოსაგები – ქვეყნის გათავისუფლება მოღალატეებისგან, კრიმინალებისგან და მოძალადეებისგან!
ერთი რამ კარგია, რაც უფრო მეტ სანქცირებულს დააწინაურებენ, მეტად გამოაჩენენ საკუთარ უსუსურობას და უფრო მალე მოხდება მათი ლუსტრაცია საკუთარ მხარდამჭერებში!“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)