მამუკა ხაზარაძე – იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა – დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი

იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა! დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი წერს.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ -მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – ვგმობთ მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას – ეს “ქართული ოცნების” რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლირებულს დატოვებს

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი