მამუკა ხაზარაძე ივანიშვილს – ფაქტობრივად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ვნახეთ – თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება პირადად

გუშინ, ქუჩაში ფაქტობრივად, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ვნახეთ, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
მისივე შეფასებით, „არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ“ ნიღაბი მთლიანად ჩამოიხსნა.
„გუშინ, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ წაქეზებული და კერძოდ, ს მიერ წაქეზებული, სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩატარებული კრიმინალების სპეცოპერაცია. ჩვენ მივედით იმ ზღვარზე, სადაც ე.წ. მიტაცებული ს შემდეგ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მთლიანად ნიღაბი ჩამოიხსნა. ბიძინა ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა და ქართველ ხალხს მისი რეალური სახე აჩვენა. საზოგადოებამ, რომელსაც გამოვლილი გვაქვს 90-იანი წლები, გუშინ, ვიხილეთ ზუსტად იგივე სურათი, როცა კრიმინალური ბანდები და „ზონდერები“ შურისძიების წყურვილით ადამიანებს ასახიჩრებდნენ, სცემდნენ უმოწყალოდ და განსაკუთრებით, ჟურნალისტებს. ეს არის ის მომენტი, როცა პოლიცია არის გაჩუმებული, ამ დანაშაულს უყურებს და ხმას არ იღებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, ხაზარაძემ იმ პოლიციელებს მიმართა, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დუმს და მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.
„აქვე მინდა მივმართო პოლიციას, პოლიციაში არსებობენ ღირსეული ადამიანები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან, მათ დადებული აქვთ ფიცი და აქვთ ღირსება თავიანთი მუნდირის წინაშე. დარწმუნებული ვარ, უამრავი ასეთი ადამიანი გულში აპროტესტებს იმას, რაც მოხდა. რაც შეეხება პოლიციის მეორე ნაწილს, რომელიც პირდაპირ ჩართულია გომელაურის ხელმძღვანელობით ამ კრიმინალის აღზევებაში და პოლიტიკური ოპონენტების, გულანთებული ახალგაზრდა ადამიანების დაშანტაჟებაში, გალახვაში, დასახიჩრებაში, აი, ეს მეორე ნაწილი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული, ყველა მკაცრი კანონით აგებს პასუხს, მაგრამ ის ნაწილი, რომელიც გულში და სამეგობროში წუხს, მათ მოვუწოდებ, რომ ეს სიჩუმე, თუ დიდხანს გაგრძელდა, ისეთივე დამნაშავეები იქნებით და ისეთივე ხელშემწყობი ამ კრიმინალური აღზევების, როგორც ის მეორე ნაწილი, რომელიც ამას ასრულებს. ამიტომ ძალიან მკაფიოდ მოგიწოდებთ, პატივს ვცემ თქვენს მიერ ნაომარს, ნაშრომს, მოქალაქეების დაცვისკენ მიმართულ ყველა გამოძიებას და ა.შ. რასაც პატიოსნად ასრულებდით, (ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ პოლიციელების იმ ნაწილზე, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის) ხმა ამოიღეთ, გაემიჯნეთ და საზოგადოებას აჩვენეთ, რომ ის ხელფასები, რომელსაც ჩვენი ბიუჯეტიდან იღებთ, არის ღირსი, რომ თქვენს ოჯახებში შევიდეს. სხვა შემთხვევაში თქვენ იქნებით, ამ კრიმინალური დანაშაულის თანამონაწილეები“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა საჯაროდ დაგმოს, დამნაშავეები დასაჯოს და თუ ამას არ გააკეთებს, სრული პასუხისმგებლობა აღნიშნულ ფაქტზე მას დაეკისრება.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ საქართველო აქციოს ს გუბერნიად და ამ ქვეყანაში თავისუფალმა ხალხმა იცხოვროს მისი კანონებით და ტერორის ქვეშ. ბიძინა ივანიშვილს მოვუწოდებთ, რომ როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ეს პასუხისმგებლობა [მას ეკისრება], რაც გუშინ [მოხდა], გუშინ, რუბიკონი იქნა გადალახული, გუშინ, ჩვენ ქუჩაში ფაქტობრივად ვნახეთ, ტერორისტული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს და იმ კრიმინალებს არ დაიჭერ და ქვეყანას არ აჩვენებ და მთელ საზოგადოებას, რომ ემიჯნები და საქართველოში არსებობს კანონი, პოლიცია, სამართალი და სამართალდამცავი ორგანოები, თუ ამას არ გააკეთებ 24 საათის განმავლობაში, იმიტომ, რომ (მთელმა საზოგადოებამ იცის ვინ არიან ეს „ზონდერები“), მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ პირადად. შენ, როგორც რუს ადამიანს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში, რომ საქართველო რუსეთში შეათრიოს“, – განაცხადა ხაზარაძემ.