მამუკა ხაზარაძე – ივანიშვილის ბოდიშის ფონზე ოსური მხარე ითხოვს სამაჩაბლოს აღიარებას, ამიტომ ყველაფერი პიროვნული უნდა გადავდოთ გვერდზე, რაც არ უნდა მძიმე იყოს – რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად

ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის ფონზე ოსური მხარე ითხოვს სამაჩაბლოს აღიარებას, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი პიროვნული უნდა გადავდოთ გვერდზე , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მ ორბელიანების სასახლეში „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქვეყანა დგას ისეთი არჩევანის წინაშე, რომლის მსგავსიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არ ჰქონია.
ს ბოდიშის ფონზე, როცა მან განაცხადა, რომ ქართულმა სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოუხადოს ოკუპანტებს, მოვისმინეთ ოსური მხარის განცხადება, სადაც ისინი ითხოვენ საქართველოს მხრიდან სამაჩაბლოს აღიარებას. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი პიროვნული უნდა გადავდოთ გვერდზე, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეს ყველაფერი. თქვენ დაინახეთ, რომ მე ეს შემიძლია, ჩემს გუნდს ეს შეუძლია. ჩვენ ვაკეთებთ სრულ კონსოლიდაციას იმ ადამიანებთანაც, ვისთანაც გაურკვევლობა, რაღაც კონფლიქტი გვქონდა. ეს ხდება ერთი მიზნის გამო, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის თავისუფალი არჩევანი. რაც არ უნდა მაკრიტიკოთ, რაც არ უნდა თქვათ, „რამდენად სწორია ამასთან ხელის ჩამორთმევა?”, მე ერთი რაღაც ვიცი, როგორც თავისუფალმა ადამიანმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ 26 ოქტომბრის შემდეგ თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად. ასეთი არჩევანი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ არ ჰქონია. მე ამ არჩევანს ჩემს გუნდთან ერთად ღირსეულად ჩავაბარებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.