მამუკა ხაზარაძე – ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მაშინ როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?

ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მაშინ როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას? – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს პოლიტიკაში დაბრუნებას.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაზარაძე წერს, დღეს, „დამარცხებული პარტიის ყრილობა იყო“.
„დღეს, ივანიშვილმა აღიარა, რომ ამერიკის და ევროპის მიერ დასანქცირებულია და აღიარა ისიც, რომ ჩრდილოვანი მმართველია. ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მაშინ, როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?!
ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან მიღებული დავალება, დამფრთხალი ბიძინას ქმედება საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად. ზუსტად ამიტომ, საქართველოში რუსული პოლიტიკა 2024-ში დასრულდება, ზუსტად ამიტომ, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ“, – წერს ხაზარაძე.