– ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი ს დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება

ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება და „ფეისბუქით“ შეურაცხყოფის მოყენება ჰგონია! ამიტომაც ვართ ამ დღეში – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი ს დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მ განუცხადა.
ხაზარაძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში საჭიროა სერიოზული მსჯელობის გამართვა.
მისივე ინფორმაციით, ისინი პოლიტპატიმრების დედებსა და აქტივისტებს შეხვდებიან, ვისაც ნორმალური მსჯელობა და არგუმენტები უნდათ.
ხაზარაძის თქმით, „რაღაც ჯგუფს სურს, თავზე მოახვიოს შეიძლება მართალი, შეიძლება არამართალი პოზიცია“.
„ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ყველას მოვუწოდებთ, მოდი, ყველა ის ძალა, ცოდნა და ენერგია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არგუმენტირებულ მსჯელობას დავუთმოთ და არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც ოპოზიციამ წარსულში ბევრჯერ დაუშვა. ამიტომ არის ხელისუფლებაში 13 წელი.
ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატი ის ფორმატია, რომელმაც არჩევნები მოიგო და რომელიც პარლამენტის არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას ითხოვს. რა იქნება უკეთესი – ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ ჩვენ ყოველთვის ბრძოლაში შესვლის მომხრე ვართ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის