– ვიბრძოლებ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი და არ დამყარდება სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფალი გარემო – აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება

ვიბრძოლებ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი და არ დამყარდება სამართლიანობა, დემოკრატია, თავისუფალი გარემო, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, დღევანდელი აქციაც რომც დაარბიონ, პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება.
“პროტესტი აქვს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა. არის უსამართლობა, არის მოპარული და პროტესტი არის ქვეყნის დაბრუნება უკან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ამბავი მივიყვანოთ რეალურ გამარჯვებამდე. გამარჯვება არის სამართლიანი, ახალი ს ჩატარება.აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება. ხალხი აქ მოსულია სიმართლის დასადგენად და ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც სიმართლეა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა