– ველოდებით გამარჯვებას – გამოწვევა იქნება, სად წავიღოთ ამდენი სიხარული

ველოდებით გამარჯვებას. გამოწვევა იქნება, სად წავიღოთ ამდენი სიხარული, – ასე უპასუხა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ კითხვას, თუ რას ელოდებიან არჩევნების დღეს და რა იქნება მთავარი გამოწვევა.
როგორც ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, მათ მეორე გამოწვევაც აქვთ.
„ველოდებით გამარჯვებას. გამოწვევა იქნება, სად წავიღოთ ამდენი სიხარული. მეორე გამოწვევა იქნება 27 ოქტომბერს როგორ მოხდეს სწრაფად კოალიციური შეთანხმება იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა და ჩვენი გეგმების განხორციელება. ეს არის მოკლე პასუხი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
აღნიშნულ კითხვას, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ იუმორით უპასუხა:
„მე ველოდები ტორტს იმიტომ, რომ ჩემი დაბადების დღეა“, – აღნიშნა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”