მამუკა ხაზარაძე – დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს, გამოვცხადდებით და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, იქ გავარჩიოთ – ივანიშვილმა ბიზნესზე თავდასხმები დახვეწილი მეთოდებით ჩაანაცვლა

მომივიდა ინფორმაცია სასამართლოდან, რომ დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს. ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვცხადდებით სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს გავარჩიოთ იქ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მ კოალიციის ოფისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისინი „ქართულ ოცნებასთან“ საპარლამენტო დონეზე არ ითანამშრომლებენ.
„დღეს ქვეყანა საკმაოდ სერიოზული კრიზისის წინაშეა, გვყავს პოლიტპატიმრები და ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთი შანსი ახალი საპარლამენტო ს ჩატარებაა, შესაბამისად ჩვენ ამ ხელისუფლებასთან საპარლამენტო დონეზე ვერ და არ ვითანამშრომლებთ იმიტომ, რომ აქ საქმე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კაპრიზებს არ ეხება.
მომივიდა ინფორმაცია სასამართლოდან, რომ დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს. ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვცხადდებით სასამართლოში და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, გავარჩიოთ იქ.
ნეტავ, ასე ოპერატიულად იმ ბატონის საქმე გამოეძიებინათ, რომელიც 14 წელია სამართალს ეძებს, ბატონ ლეონიძეზე მაქვს საუბარი, იგივე მოსამართლეები, რომლებმაც მას მიუსაჯეს და ამათ დაწინაურებული ჰყავთ.
ეს კამპანია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო, დოკუმენტირებულად უცნობია ჩვენთვის, ჩვენ არც ერთხელ არ გვქონია პიროვნულად ვინმესგან მიღებული საჩივარი სასამართლო დონეზე და არ გვქონია დავა. ასევე არავის არ ჰქონია პრეტენზია ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით, არც შევარდნაძის ხელისუფლების დროს. სააკაშვილის დროს სამეწარმეო საქმიანობაზე კერძო პირებს ან კომპანიებს არავის პრეტენზია არ ჰქონიათ, თუმცა სააკაშვილის დროს სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული 2003 წლიდან – 2006 წლამდე, და 2005 წლიდან – 2012 წლამდე დაყადაღებული ვიყავი. რადგან იმ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სერიოზული რეკეტი განეხორციელებინათ და წაერთმიათ ჩემი პირადი ქონება, რასაც არ დავთანხმდი, მატარეს სასამართლოში და პროკურატურაში 6 წლის განმავლობაში.
მოქმედებს როგორც რუსი რეკეტიორი, მან ჩაანაცვლა ბიზნესზე თავდასხმები, უფრო დახვეწილი მეთოდებით, რუსული მეთოდებით, ეს არის მოგუდვის და ვითომ დამეგობრების მეთოდი, სინამდვილეში კომპანიების წილებში ჩაჯდომის მეთოდია და ვინც მას ეურჩება, მასზე სასამართლო დავა მიდის. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაში, ანაკლიის საკითხი იყო პიროვნული ამბავი. მას უნდოდა, რომ ის ყოფილიყო ამ პროექტში, რომელიც შევთავაზეთ და კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ მერე იყო შემოთავაზება მისი მხრიდან, რომელსაც ჩვენ ვერ დავთანხმებოდით, გაუმჭვირვალე ბიზნესი მე ამ ქვეყანაში არ გამიკეთებია. დღევანდელი პროცესები იმიტომ დაიწყო, რომ გადაიფაროს ქვეყანაში არსებული ვითარება – გაჭირვება, ემიგრაცია, დემოგრაფიული ვარდნა, ინვესტიციების ვარდნა…“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.