მამუკა ხაზარაძე – დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლასა და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის, ამიტომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

ბევრი ბრძოლა გავიარეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ ამ 107 წლის მანძილზე, რომ დღევანდელობამდე მოგვეტანა ეს დღე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩვენი თავისუფლების ათვლის წერტილი! – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი , საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე განმარტავს, „დღესაც ბრძოლაში ვართ!“
“107 წლის წინ, მაშინ, როცა “საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა”, ქართველ ერს მისი დაცვა და მოფრთხილება ღირსების საქმედ გვექცა. ბევრი ბრძოლა გავიარეთ, ბევრი სისხლი დავღვარეთ ამ 107 წლის მანძილზე, რომ დღევანდელობამდე მოგვეტანა ეს დღე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ჩვენი თავისუფლების ათვლის წერტილი! დღესაც ბრძოლაში ვართ! დღესაც მსხვერპლის გაღება გვიწევს! დღესაც რუსული რეჟიმის პირისპირ ვდგავართ, რომ არ წაგვართვან ის მთავარი, რასაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია. ამიტომ, დღეს, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე და გამბედაობა გვმართებს ამ ფასეულობების დასაცავად. დღეს ჩვენი თავისუფლება რუსული რეჟიმის შეცვლაზე და პატიმრების გათავისუფლებაზე გადის! ამიტომ! – თავისუფლება პოლიტპატიმრებს! გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.