მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანის მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ

ძლიერი საქართველოს ლიდერები და ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ს გამოკითხვას ითხოვენ. შესაბამისი წერილი თეა წულუკიანის სახელზე მათმა ადვოკატებმა არალეგიტიმურ პარლამენტში უკვე შეიტანეს.
“მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს, სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი”, – ნათქვამია კოალიცია ძლიერი საქართველოს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000-50 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.