და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს – სასამართლომ მათ დღეს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე პარტია ლელოს ოფისში დააკავეს პოლიტიკოსები, და ბადრი ჯაფარიძე. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას ოფისში თანაგუნდელებთან ერთად იყვნენ – პოლიტიკოსების დაკავების საფუძველი 2025 წლის 5 თებერვალს შექმნილ საპარლამენტო კომისიაში გამოუცხადებლობაა, რომელიც წინა ხელისუფლების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლით არის დაკავებული. ამ კომისიას ყოფილი იუსტიციის და კულტურის მინისტრი, დეპუტატი ხელმძღვანელობს.
პარტია ლელოს წევრებს 8 თვიანი პატიმრობა და ორი წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლების შეზღუდვა მიესაჯათ – მათ საქმეებს სასამართლო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავდა.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის დაკავებისას ლელოს ოფისთან მობილიზებული იყო პოლიციელების დიდი რაოდენობა, მათ შორის ავტობუსებითაც – ოფისში პოლიტიკოსების მხარდასაჭერად შეკრებილი ხალხი მათ დახვდათ შეძახილებით: “ბოლომდე”, “ცეცხლი ოლიგარქიას,” “მონებო” და ა.შ.
“საქართველო გაიმარჯვებს, ერთიანობით უნდა ვუპასუხოთ ამ ძალადობას, სიმშვიდით, არანაირი უიმედობა, საქართველო აუილებლად გაიმარჯვებს. ეს ხელისუფლება ისეთ გზას დაადგა, ყველაფერს უნდა ელოდო, მაგრამ არ უნდა გატყდე” – უთხრა რადიო თავისუფლებას ხელბორკილების დადებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბადრი ჯაფარიძემ.
“აბა მაგრად იყავით!” – ამ შეძახილით ჩაჯდა მამუკა ხაზარაძე პოლიციიც ავტომობილში.
პოლიტიკოსების დაკავებისას ლელოს ოფისში იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , სოლიდარობის ნიშნად ასევე მისულები იყვნენ მსახიობები, მომღერლები, აქტიური მოქალაქეები.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. მათ ამ საქმეზე 50 000-50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, გადაიხადეს.
მსგავს საქმეზე 7-თვიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურა ჯაფარიძეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, რომელიც უკვე დაპატიმრებული იყო, რადგან არ გადაიხადა გირაო. ამავე ბრალდებით დაკავებულები არიან ირაკლი ოქრუაშვილი, და – სასამართლოს მათ საქმეებზე ჯერ განაჩენი არ გამოუცხადებია.
კომისიის სხდომაზე, გარდა უკვე დაკავებული პოლიტიკოსებისა არ გამოცხადდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც: და გივი თარგამაძე.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. თუმცა 16 ივნისს, ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე.
ფორუმი

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ