მამუკა ხაზარაძე “დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს” რჩევას აძლევს

მამუკა ხაზარაძე სანქციების სიაში ბიზნესმენების მოხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ საკუთარ განცხადებას სოციალურ ქსელში განმარტავს და დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს მიმართავს – “ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში”.
რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ვაშინგტონში თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ -ის კონგრესმა წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივნის კანდიდატს მარკო რუბიოს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, ს გაყალბებისა“ და „ჩინეთის, სა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ. რადიო თავისუფლების ცნობით, წერილში ჩამოთვლილია ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ სია – 25 პირის გვარი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ელიტარულ კორუფციაზე, პროპაგანდასა და რეპრესიებზე. წერილი მომავალ სახელმწიფო მდივანს მათთვის სანქციების დაწესების თხოვნით მიმართავს. სიაში არაერთი ბიზნესმენია, მათ შორის სოსო ფხაკაძე, ნოშიკო ნამორაძე, ირაკლი გილაური და ა.შ.